Wednesday, March 30, 2011

ბლუზი


ბლუზის სამშობლო ამერიკის შეერთებული შტატებია და მისი პირველი შემსრულებლები აფროამერიკელები იყვნენ. ამიტომ მას ხანდახან შავკანიანების ფოლკ მუსიკასაც უწოდებენ.
ბლუზის ზუსტ წარმოშობაზე ბევრი არაა ცნობილი, არც კონკრეტული თარიღი ვიცით როდის ჩამოყალიბდა. სავარაუდოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში.ეს მუსიკალური სტილი წარმოიშვა ინგლისური და შოტლანდიური ბალადების, შავკანიანთა შრომის სიმღერების, სადიდებლების და სხვათა ელემენტების შეზავებით. თვითონ სიტყვა blues ნიშნავს ნაღვლიან, დეპრესიულ ხასიათს... ეს ბუნებრივია, რადგან "პირველი ბლუზმენები" ხომ აფროამერიკელი მონები იყვნენ.
ბლუზის ძირითადი მონახაზი როგორც წესი 12 ტაქტიანია. ტიპიური ინსტრუმენტებია: გიტარა, ფორტეპიანო, ჰარმონიკაბასი, ჩასაბერებიდან - საყვირისაქსოფონიტრომბონი ... და დასარტყამები.
მელოდიურად ბლუზის განმასხვავებელი ნიშანია დადაბლებული მესამე, მეხუთე და მეშვიდე საფეხურების გამოყენება, ამას უწოდებენ "blue ნოტებს". რაც შეეხება ტექსტს, თავდაპირველად მარტო ერთხაზიანი იყო, რომელიც მეორდებოდა სამჯერ, რათა წრე შეკრულიყო (AAA ფორმა ეწოდება). შემდეგ უფრო სტანდარტული გახდა ორი ხაზის გამეორება და მესამე-განსხვავებული, დასკვნის სახით (AAB). ძირითადად ბლუზი ისე იმღერებოდა, რომ ნახევრად რითმული ლაპარაკი იყო და ნახევრად მელოდია. თავდაპირველად ბლუზის ძირითადი თემა იყო დარდის, უკმაყოფილების გამოხატვა საშინელი რეალობის მიმართ, ოღონდ ისინი რამე ამბავს ან ისტორიას კი არ ჰყვებოდნენ, უფრო თავიანთ გრძნობებს გამოხატავდნენ.. blues-ის პირველ შემრსულებლებს შორის არიან რობერტ ჯონსონი"ბრმა ვილი ჯონსონი"ჰენრი ტომასი და სხვები..
ბევრი სხვა სტილის მსგავსად, ბლუზსაც ერთ დროს "ეშმაკის მუსიკას" უწოდებდნენ და ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ხალხს ძალადობისკენ უბიძგებდა. თუმცა 20-იანი წლების შემდეგ თეთრკანიანებმაც გაბედეს და დაიწყეს ბლუზის მოსმენა და მოგვიანებით შესრულებაც.

No comments:

Post a Comment